რეალი
Aa
Aa

„ლოცვის გამო მაკრიტიკებდნენ“ - ლოპეს კარო რეალზე ნაწყენია

წლევანდელ სეზონში „არსენალთან“ გამართულ დაპირისპირებამდე, სადაც „რეალი“ ორი მატჩის ჯამში მისთვის აშკარად შეუფერებელი და შეიძლება ითქვას, სამარცხვინო ანგარიშით, 1:5 დამარცხდა, სამეფო კლუბი და „მეთოფეების“ ბოლო შეხვედრა 2006 წლით თარიღდებოდა, როდესაც „ბლანკოსს“ ხუან რამონ ლოპეს კარო წვრთნიდა. MARCA-ს ჟურნალისტი ამ უკანასკნელს მაშინდელი ამბების გასახსენებლად დაუკავშირდა, თუმცა კარომ „არსენალზე“ უფრო მეტად იმ დამცირებაზე ისაუბრა, რისი ატანაც მადრიდულ გრანდში მუშაობისას უწევდა.

რას ამბობს ლოპეს კარო

ბევრს მაკრიტიკებდნენ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის გამო, თუმცა იყო სხვა მიზეზებიც, რის გამოც დაცინვისა და დამცირების ატანა მიწევდა. მაგალითად იმის გამო, რომ მატჩების წინ ლოცვებს ვკითხულობდი, ყველა სიცილით კვდებოდა. მე არ მეცინებოდა, რადგან ჩემს ირგვლივ მყოფებს ვაფასებდი და ვცდილობდი სამართლიანი ვყოფილიყავი.

რა არის ლოცვაში ცუდი? „ბილბაოს“ ფეხბურთელები ყოველი თამაშის წინ ლოცულობენ, რასაც ტელევიზიით ტრანსლირებისას უამრავი გულშემატკივარი ადევნებს თვალყურს და ამის გამო მათ არავინ დასცინის. რატომ იყო დამცირება ჩემს შემთხვევაში? როდესაც ყველას დაბალი ღობე ჰგონიხარ, მსგავსი საქციელი უფრო და უფრო ხშირდება, რადგან მათ ამის გამო არავინ უსაყვედურებთ.

ცნობისათვის, ხუან რამონ ლოპეს კარო მადრიდის „რეალს“ 2005 წლის 4 დეკემბრიდან 2006 წლის 3 ივნისამდე ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 33 მატჩიდან გუნდმა 17 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 6-ში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი და ბრაზილიის ნაკრები - კლოპმა ვარიანტების განხილვა დაიწყო
რეალი და ბრაზილიის ნაკრები - კლოპმა ვარიანტების განხილვა დაიწყო