საბა ასანიძე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი | საბა ასანიძემ მეოთხე ადგილი დაიკავა

მოლდოვაში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით საბა ასანიძემ იასპარეზა. ასანიძე 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის და ქართველმა სპორტსმენმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე  ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ყველა მითითება შეასრულა, ატაცში 150 / 154 / 158 კგ. დაძლია, მე-4 ადგილზე გავიდა და საპრიზო ადგილს სულ რაღაც 1 კილოგრამით ჩამორჩა.

საბა ასანიძემ აკვრაში თავი  185 / 191 / 194 კილოგრამს გაართვა და კვლავ მე-4 ადგილი ერგო, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 352 კილოგრამითაც

ცნობისთვის, 19 აპრილს ფიცარნაგზე სამი ქართველი ძალოსანი გავა – 17:00 საათზე ქალთა შორის ნათია გადელია (81 კგ) იასპარეზებს, 20:00 საათიდან კი 96 კგ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას რევაზ დავითაძე და ირაკლი გობეჯიშვილი შეეცდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვთქვი, ნაპოლი ასეთი გუნდი არ უნდა იყოს-მეთქი“ | კონტემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვთქვი, ნაპოლი ასეთი გუნდი არ უნდა იყოს-მეთქი“ | კონტემ კვარაცხელიაზე ისაუბრა