დუაიტ ჰოვარდი
Aa
Aa

„მათ მხოლოდ ეს გუნდი შეაჩერებს“ - დუაიტ ჰოვარდი ლეიკერსის შანსებზე

რამდენიმე დღეში NBA-ში ყველაზე საინტერესო და დაძაბული, პლეი ოფის ეტაპი დაიწყება და მიმდინარე სეზონში იმდენი ძლიერი, კონკურენტუნარიანი კლუბია, რომ ჩემპიონობის მთავარი ფავორიტის დასახელება ყველა ექსპერტსა თუ ვეტერან კალათბურთელს უჭირს.

სამაგიეროდ, პროგნოზების გაკეთების დროს საკმაოდ თამამია დუაიტ ჰოვარდი, რომელიც თვლის, რომ „ლეიკერსი“ დანარჩენ გუნდებს აშკარად აღემატება და ამჟამად NBA-ში მხოლოდ ერთი კლუბი მოიძებნება ისეთი, რომელსაც ლებრონის, დონჩიჩისა და მათი თანაგუნდელების შეჩერება შეუძლია.

რას ამბობს ჰოვარდი

ერთადერთი გუნდი, რომელსაც ამ ფორმაციის „ლეიკერსისთვის“ გარკვეული პრობლემების შექმნა შეუძლია, „დენვერ ნაგეტსია“. ვიცი, ბევრი თვლის, რომ „ოკლაჰომა სიტი“ შეი გილჯეს-ალექსანდერის ფაქტორის გათვალისწინებით საკმაოდ ძლიერია, მაგრამ „თანდერს“ ლოს-ანჯელესელების ეშინია და შიშთან ერთად მსგავსი დონის მეტოქეს ვერასოდეს დაამარცხებ.

შეგახსენებთ, რომ დუაიტ ჰოვარდს NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა რვაჯერ აქვს მიღებული, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული კი, 2020 წელს სწორედ „ლეიკერსში“ ასპარეზობისას გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძე NBA-ის პლეიოფში ითამაშებს | ორლანდომ ატლანტას მოუგო
ბითაძე NBA-ის პლეიოფში ითამაშებს | ორლანდომ ატლანტას მოუგო