კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

Relevo: ანჩელოტის რეალიდან წასვლა არ სურს

ცნობილი ესპანური გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლა არ სურს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „სამეფო კლუბის“ დირექტორთა საბჭო, იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ „რეალს“ არა უბრალოდ მთავარი მწვრთნელის შეცვლა, არამედ უფრო საფუძვლიანი ცვლილებები სჭირდება.

კერძოდ, ანჩელოტის აზრით, „რეალი“ კომპლექსური რეფორმის ჩატარების აუცილებლობის წინაშე დგას და მხოლოდ მთავარი მწვრთნელის შეცვლით სიტუაცია ვერ გამოსწორდება.

იტალიელი მწვრთნელი გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ახლო გარემოცვის წევრები მას გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევენ.

ანჩელოტი მიიჩნევს, რომ მისი მომავალი მის გარეშე არ უნდა განიხილებოდეს და ეს საკითხი მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ უნდა მოგვარდეს.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგიდან „რეალის“ გავარდნის შემდეგ Sky Sports-მა დაწერა, რომ ანჩელოტი შესაძლოა უკვე მომდევნო კვირაში, სამეფო თასის ფინალის შემდეგ გაათავისუფლონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი რეალს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ დატოვებს | Sky Sports
ანჩელოტი რეალს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ დატოვებს | Sky Sports