Opta-ს პროგნოზი | ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ნახევარფინალების წინ
Aa
Aa

Opta-ს პროგნოზი | ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ნახევარფინალების წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. „ინტერი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ კი საუკეთესოს ვინაობას „არსენალთან“ გაარკვევს.

მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა და საკუთარი სუპერკომპიუტერის ვარაუდი გაგვიზიარა. Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილი შეხვედრების 10 000 სიმულაცია ჩაატარა და ფავორიტად „არსენალს“ მოიაზრებს.

„მეთოფეებს“ ჩემპიონობის 28.7-პროცენტიანი შანსი აქვთ. მეორე პოზიციაზე „ინტერი“ იმყოფება, რომლის ტრიუმფის ალბათობაც 25.5 პროცენტია. „ნერაძურის“ „პარი სენ-ჟერმენი“ მოჰყვება - 24 პროცენტი, ხოლო „ბარსელონა“, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, 21.8 პროცენტით ბოლო ადგილზეა.

ცნობისთვის, ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება და „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირებას ვიხილავთ. 30-ში, „ბარსელონა“ „ინტერს“ უმასპინძლებს. საპასუხო მატჩები 6-7 მარტსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი რამ მხოლოდ აქ ხდება“ | ფლიკმა ლა ლიგა გააკრიტიკა
„ასეთი რამ მხოლოდ აქ ხდება“ | ფლიკმა ლა ლიგა გააკრიტიკა