ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვთქვი, ნაპოლი ასეთი გუნდი არ უნდა იყოს-მეთქი“ | კონტემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ახსენა, რომელიც „პარტენოპეიმ“ ზამთარში გაყიდა.

„ჩემი დაპირებები? სეზონის დასაწყისში ბევრი რამ ვთქვი. ზოგიერთის დამტკიცება შემიძლია, ზოგიერთის - არა. არაფერს უარვყოფ, მაგრამ მოგვიანებით, გავაანალიზე, რომ კონკრეტული რაღაცების გაკეთება შეუძლებელია.

კვარაცხელიასთან მიმართებით ყველაფერი აშკარაა. თქვი, რომ ნაპოლი ფეხბურთელებისთვის ტრანზიტული გუნდი არ უნდა იყოს, თუმცა შემდეგ ხვიჩას ინციდენტი მოხდა და ნეაპოლში გატარებული 8 თვის განმავლობაში, მივხვდი, რომ კონკრეტული რაღაცების გაკეთება შეუძლებელია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ისტორიაში რიგით მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მისი წასვლის შემდეგ, „ნაპოლიმ“ ნოა ოკაფორი დაიმატა, რომელმაც მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვე იმედოვნებს, რომ ბართიშვილი ახალი კვარა იქნება | იტალიელი სკაუტის შეფასება
იუვე იმედოვნებს, რომ ბართიშვილი ახალი კვარა იქნება | იტალიელი სკაუტის შეფასება