ჯეიკ პოლის მომდევნო მეტოქე ცნობილია
პოპულარული ბლოგერისა და მოკრივის, ჯეიკ პოლის მომდევნო მეტოქე, ხულიო სეზარ ჩავესი უმცროსი იქნება.
როგორც Ring-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ორთაბრძოლა ამ ზაფხულს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ჯეიკ პოლმა, რომელიც ყოფილი იუთუბერია, ბოლოს გასული წლის ნოემბერში იჩხუბა და 57 წლის მაიკ ტაისონი, 8-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
გეტყვით ასევე, რომ საკრივო კარიერის განმავლობაში, მას 12 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 11 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 39 წლის ხულიო სეზარ ჩავესი უმცროსის ანგარიშზე 54 გამარჯვება, 6 მარცხი და 1 ფრეა.