„თუ ქამარი არ ექნება, ილიასთან ჩხუბს აზრი არ აქვს“ - ჩარლზ ოლივეირა
UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა და ექსჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და ასევე უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ილია თოფურიასთან ბრძოლას.
რას ამბობს ოლივეირა:
„ქამრისთვის ჩხუბი მსურს და ვფიქრობდი, BMF-ის ქამრისთვის მაქს ჰოლოუეისთან ხომ არ მეჩხუბა, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ განვიხილავდი, რომ ისლამ მახაჩევი ოქტომბრამდე დაბრუნებას არ აპირებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დროა, მინდა ივნისში, საერთაშორისო საბრძოლო კვირეულზე ვიჩხუბო.
ახლა კი არც ისლამია ზაფხულში ბრძოლის წინააღმდეგი, ამიტომ ისევ მსუბუქი წონის ქამარზე ვფიქრობ. ილია თოფურიასთან ჩხუბი არ მსურს, თუ მას ქამარი არ ექნება. არ მეშინია, უბრალოდ მასთან ჩხუბს აზრი არ აქვს. თუ ქამარზე მაჩხუბებენ, სულ ერთია, მეტოქე ვინ იქნება“.
ცნობისთვის, ამჟამად ოლივეირა მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერი და სატიტულო ჩხუბის ერთ-ერთი პრეტენდენტია. ბოლოს „დუ ბრონქსმა“ გასული წლის ნოემბერში გამართა, როცა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მაიკლ ჩენდლერს მოუგო.