გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

საუბარი არ მსურს | ნეესტრუპს გოჩოლეიშვილის შეცდომებზე ჰკითხეს

დანიის სუპერ ლიგაში „მიდტიულანდმა’’ შინ „კოპენჰაგენს’’ 4:2 მოუგო. სტუმართა სასტარტო 11-ეულს გიორგი გოჩოლეიშვილი დაუბრუნდა, თუმცა მისთვის წარმატებული მატჩი არ ყოფილა. „მიდტიულანდმა’’ ტაიმი 2:0 მოიგო და ორივე გოლისას გიორგი გოჩოლეიშვილს უკეთ თამაში მართებდა. განსაკუთრებით, პირველი გოლის ეპიზოდში, როცა ბურთი საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა. შესვენებისას ქართველი მცველი შეცვალეს.

ზოგადად, „კოპენჰაგენის'' დაცვის ხაზმა ძალიან ცუდად ითამაშა და ცხადია გოლები მხოლოდ გოჩოლეიშვილის არადამაჯერებელმა მოქმედებებმა არ განაპირობა.

ამ მარცხის შემდეგ „კოპენჰაგენმა'' ლიდერობა დაკარგა,  47 ქულით მეორე ადგილზეა, „მიდტიულანდმა'' 2 ქულით გაასწრო.

მატჩის შემდეგ „კოპენჰაგენის’’ მთავარ მწვრთნელს, იაკობ ნეესტრუპს გოჩოლეიშვილის შესახებ ჰკითხეს. 

„ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი არ მსურს’’ - აღნიშნა ნეესტრუპმა.

ბოლო მატჩებში ნეესტრუპმა გოჩოლეიშვილს პოზიცია შეუცვალა, ამპლუით მარჯვენა მცველს მარცხენა მცველად ათამაშებს.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა „კოპენჰაგენში'' საერთო ჯამში 28 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მის აქტივში 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცივსისხლიანი განხილვა! რას თამაშობს არსენალი და რა ელის ხვიჩას?
ცივსისხლიანი განხილვა! რას თამაშობს არსენალი და რა ელის ხვიჩას?