გიორგი მიქაძე
Aa
Aa

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ - მიქაძემ მწვრთნელობა განაახლა

ქართულ საფეხბურთო წრეებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი სპეციალისტი გიორგი მიქაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება - ის Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელი სეზონის დებიუტანტის, „გარეჯის“ დამრიგებლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე თენგიზ კობიაშვილი შეცვალა.

კობიაშვილის ხელმძღვანელობით კახეთის კლუბმა შარშანდელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის საგზური დამაჯერებელი ასპარეზობის ფონზე მოიპოვა. თუმცა, წელს „გარეჯის“ თამაშის ხარისხი იდეალურისგან შორს იყო და რვა ტურის შემდეგ 4 ქულით გათამაშების აუტსაიდერია. შესაბამისად, მიქაძის მთავარი ამოცანა საგარეჯოელებისთვის ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაძის ბოლო სამუშაო ადგილი „იბერია“ იყო, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით საქართველოს თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონმა ბოლო წუთებზე მოიგო, დინამო ბათუმმა დამაჯერებლად გაიმარჯვა
ჩემპიონმა ბოლო წუთებზე მოიგო, დინამო ბათუმმა დამაჯერებლად გაიმარჯვა