უეფა
Aa
Aa

უეფას ბრინჯაოს პრიზი თბილისის კვარტალს გადაეცა

უეფას მასობრივი ფეხბურთის ყოველწლიური ჯილდო, ნომინაციაში “საუკეთესო სამოყვარულო კლუბი” - ფეხბურთის კლუბ კვარტალს გადაეცა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივ გუნდებს, ამავე სახელწოდების საქართველოს ქალთა ლიგის და ვაჟთა მოყვარულთა ლიგის გუნდებს მოიცავს.

ბრინჯაოს პრიზი, თბილისურმა კლუბმა, სწორედ საფეხბურთო მოდელის ინკლუზიურობისთვის მიიღო, რომელიც ასაკობრივ გოგონათა და ვაჟთა გუნდების, ასევე ქალთა კლუბის და ვაჟთა მოყვარულთა ლიგის გუნდის 260 მოთამაშეს აერთიანებს.

ჯილდო, კლუბის საპატიო პრეზიდენტს - იაკო ხომერიკს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა დღეს გადასცა.

უეფას მასობრივი ფეხბურთის ჯილდოს შესახებ აღნიშნული ჯილდო, 2010 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ეროვნული ასოციაციებისა თუ ფედერაციებს მიერ სხვადასხვა კატეგორიაში წარდგენილ კლუბებს, პროექტებს და ინიციატივებს.

უეფას 55 წევრი სახელმწიფოს მიერ, საკუთარი ქვეყნიდან წარდგენილ ნომინანტებს, ფეხბურთის მმართველი ორგანო, თითო ნომინაციაში ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს პრიზებს გადასცემს.

„საუკეთესო სამოყვარულო კლუბის ჯილდო”, მიზნად ისახავს გამოარჩიოს ევროპის მასშტაბით ინკლუზიური მოწყობის კლუბები, რომელთა საქმიანობა ფეხბურთის რამდენიმე შრეს ფარავს და ადგილობრივ კომუნაზე დადებით გავლენას ახდენს.

კვარტალის ბრინჯაოს პრიზთან ერთად, ვერცხლის პრიზი ფინურ - ჰაკას, ხოლო ოქროს პრიზი ნორვეგიულ - სმორასს გადაეცათ.

აღნიშნული ჯილდო, 2018 წელს ფეხბურთის ფედერაციამ “მოყვარულთა ლიგის” პროექტისთვის მიიღო (ვერცხლის ჯილდო), 2020 წელს კი სფფ-ის გრასრუტ კოორდინატორი - ჯესი სურმავა, უეფამ “გრასრუტ ლიდერის” ნომინაციაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტისთვის დააჯილდოვა.

წყარო: GFF

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბების მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | პარი სენ-ჟერმენმა ყველაზე მეტი გამოიმუშავა
კლუბების მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | პარი სენ-ჟერმენმა ყველაზე მეტი გამოიმუშავა