მესი - იამალზე, ბარსელონაში დაბრუნებაზე და 2026-ის მსოფლიოზე
ლეო მესიმ YouTube-ის არხზე Simplemente fútbol ინტერვიუში ქომაგებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრა. „ლა პულგა“ 2026 წლის მუნდიალს, „ბარსელონაში“ დაბრუნების საკითხსა და ლამინ იამალის პროგრესს შეეხო.
ბარსელონას შესახებ
„2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბარსელონაში დაბრუნება მინდოდა. სხვა გუნდის რიგებში ჩემს თავს ვერ ვხედავდი. ჩემი მიზანი სახლში დაბრუნება იყო, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო. მაგრამ, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი იყო.
MLS-ში გადასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ოჯახური იყო. ჩვენ ჩამოვედით შეერთებულ შტატებში, მაიამიში, ამ ახალი გამოცდილების მისაღებად“.
იამალის შესახებ
„შთამბეჭდავია რასაც იამალი აჩვენებს, რას აკეთებს და რაც უკვე გააკეთა. მან ესპანეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატი უკვე მოიგო. ის მხოლოდ 17 წლისაა, ის იზრდება და განაგრძობს ზრდას, როგორც ფეხბურთელი, რომელსაც თამაშში წვლილი შეაქვს, ისევე როგორც მე.
მას წარმოუდგენელი თვისებები აქვს და უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“.
2026 წლის მუნდიალის შესახებ
„ეჭვი არ მეპარება, რომ თამაშს გავაგრძელებ. ფეხბურთი არასოდეს მიმატოვებს, რადგან ეს ჩემი ბუნების ნაწილია. ასე გავიზარდე, მიყვარს გამარჯვება და ასპარეზობა.
ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩემი გადაწყვეტილების მისაღებად - ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ამაზე არ მიფიქრია".
აქვე გეტყვით, რომ ლუის სუარესმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ლეო მუნდიალზე აუცილებლად ითამაშებს.