ქოჩორაშვილი: ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, დიდი საქმეებისთვის მებრძოლა, ერთ-ერთს უკვე მივაღწიე
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ხვალ „სარაგოსას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.
თამაშის წინ, ქართველმა ნახევარმცველმა კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა. მან გუნდზე, მოლოდინებსა და მომავალზე ილაპარაკა.
რა თქვა ქოჩომ:
„ჩვენ მეგობრები ვარ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. როდესაც ვვარჯიშობთ, არ არის განსხვავება, ვინ უფროსია და ვინ უმცროსი, რადგან ყველანი ჩართულები ვართ და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მეტს თამაშობს და ვინ ცოტას. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა. არის ასეთი გამოთქვა: თუ გინდა სწრაფად იარო, წადი მარტო, მაგრამ თუ გინდა კიდევ უფრო შორს წახვიდე, წადით ერთად. მწვრთნელიც ამავეს მოგვიწოდებს და ეს ყველას გააზრებული გვაქვს. ყველა ვარჯიშზე გავდივართ ისე, რომ სიამოვნება მივიღოთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ, მატჩის დროს კი ბოლომდე ვიბრძვით“.
„ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მატჩზე მოსულმა გულშემატკივრებმა სიამოვნება მიიღონ და ნახონ, როგორი ერთიანები ვართ და როგორ ვმოქმედებთ თითოეული პასისა და გოლისთვის. შევეცდებით, ვიყოთ უფრო ძლიერები და გავაკეთებთ ყველაფერს, ისევე როგორც ყველა მატჩის დროს“.
„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, დიდი საქმეებისთვის მებრძოლა, ერთ-ერთს უკვე მივაღწიე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აწმყოა. ის, რასაც ახლა აკეთებ, გაძლევს უკეთეს მომავალს. „ლევანტეში“ 2019 წლიდან ვთამაშობ და საქმე არა მხოლოდ კლუბის სიმბოლიკის სიყვარულშია, არამედ იმ ადამიანების სიყვარულში, რომლებიც იყვნენ და არიან „ლევანტეში“, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც ბევრ ფასეულობას გაძლევს. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, ყველგან დამეტოვებინა სახელი, სადაც ვითამაშებდი. მაგალითად, ასე იყო „კასტელონში“ და იმავეს ვცდილობ „ლევანტეშიც“. დარწმუნებული ვარ, ეს დამეხმარება იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც გვაქვს და რომელსაც იმსახურებენ ლევანტეს გულშემატკივრები. როდესაც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას და წინ წასვლას ახერხებთ, ეს ყოველთვის ღიმილს იწვევს. ვფიქრობ, ბოლოს ჩვენც გავიღიმებთ”.
ცნობისთვის, „ლევანტეს“ 63 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ 2030 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებს გააფორმებს და მის კონტრაქტში, გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო ჩაიწერება.
„სპორტინგმა“ „ლევანტეს“ 5.5 მილიონი ევრო გადაუხადა და ბონუსებით, შესაძლოა, თანხა კიდევ 2 მილიონით გაიზარდოს.