ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა ტოპ კლასის მოთამაშეა | სომეხი ფეხბურთელი კვარასა და თბილისურ მარცხზე

მოსკოვის „ლოკომოტივის’’ ფეხბურთელმა ნაირ ტიკნიზიანმა, რომელმაც მარტში საქართველოს წინააღმდეგ ორივე მატჩში ითამაშა, რუსულ RB Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- არ შემიძლია არ გავიხსენოთ საქართველოსთან მატჩი, როცა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშე. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ მოედანზე?

- ხვიჩა ტოპ კლასის ფეხბურთელია. როცა მასთან ერთად მინდორზე გადაიკვეთები, გრძნობ რომ ის პსჟ-ში თამაშობს და მანამდე „ნაპოლისთან’’ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

- ეს როგორ იგრძნობა?

- ბურთის ფლობით, ტექნიკითა და თამაშის აღქმით. ეს ყველაფერი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

ტიკნიზიანს საქართველოსთან მატჩებზეც ჰკითხეს: „რა თქმა უნდა, რთული გადასატანი იყო. არავისთვისაა სასიამოვნოა, როცა ასეთი დიდი ანგარიშით მარცხდები, თბილისური შეხვედრის შემდეგ გასახდელში სიჩუმე სუფევდა’’.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში სომხეთს 9:1 მოუგო. ქართველი ფეხბურთელები ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონში კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.

ვილი სანიოლის გუნდმა სომხეთს თბილისში 6:1 სძლია. ხვიჩას დისკვალიფიკაციის გამო სომხეთში არ უთამაშია, თბილისში კი მის აქტივში გოლი და საგოლე პასი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვე იმედოვნებს, რომ ბართიშვილი ახალი კვარა იქნება | იტალიელი სკაუტის შეფასება
იუვე იმედოვნებს, რომ ბართიშვილი ახალი კვარა იქნება | იტალიელი სკაუტის შეფასება