„არ გაგიკვირდეთ, თუ მისი შანსები გაიზრდება“ - კვარა ოქროს ბურთის ტოპ 10-ში
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. როგორც მოგეხსენებათ, ბუკმეიკერულმა კანტორებმა ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი და კოეფიციენტები გამოაქვეყნეს. ამას სისტემატური ხასიათი აქვს და ცნობილი საფეხბურთო გამოცემებიც მსგავსად იქცევიან. ამჯერად, ბრიტანულმა FourFourTwo ტოპ 10-ს გვთავაზობს და ამავდროულად კოეფიციენტებსაც.
როგორც ამ მომენტისთვის ბუკმეიკერები თვლიან, 2025 წელს ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი ბრაზილიელი რაფინიაა, რომელმაც პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
„ბარსელონას“ შემტევის შანსები 2.20-დან 2.00-მდე დაეცა, რაც მისი გამარჯვების 50%-იან ალბათობას იძლევა.
პოზიციები დათმო მოჰამედ სალაჰმა და მეორე ადგილზე უსმან დემბელე გადავიდა, რომლის კოეფიციენტიც 5.50 გახლავთ. მესამე ადგილზე კი ლამინ იამალი გადავიდა, რომელიც 6.00 კოეფიციენტით სალაჰს გაუთანაბრდა. მოსალოდნელია, რომ ეგვიპტელს მალევე გადაასწრებს (არა მარტო ის).
რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩა ათეულში ყოფნას განაგრძობს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მისი კოეფიციენტი 33.0-სა და 34.0-ს შორის მერყეობს.
„ხვიჩა წარმოადგენს ფეხბურთის უფრო ინსტინქტურ და თავისუფალ სტილს, რომელიც მსგავს შეჯიბრებებში ხშირად ჯილდოვდება. არ გაგიკვირდეთ, რომ მისი კოეფიციენტი დაიკლებს და კვარას შანსები გაიზრდება, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს“.
- წერს ბრიტანული FourFourTwo.
რაც შეეხება ათეულს თავისი კოეფიციენტებით, ის ასე გამოიყურება:
1) რაფინია (ბარსელონა) – 2.00
2) უსმან დემბელე (პსჟ) – 5.50
3) ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00
4) მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00
5) რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 8.00
6) კილიან მბაპე (მადრიდის რეალი) – 13.00
7) პედრი (ბარსელონა) – 17.00
8) ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 21.00
9) ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 34.00
10) დეკლან რაისი (არსენალი) – 41.00