ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

იუვე იმედოვნებს, რომ ბართიშვილი ახალი კვარა იქნება | იტალიელი სკაუტის შეფასება

TMW Radio-ს გადაცემა A Maracanà-ში სკაუტმა მარკო პალმამ სამ ნიჭიერ ფეხბურთელზე ისაუბრა, რომელთაც იტალიური კლუბები აკვირდებიან. ერთ-ერთი მათგანი 16 წლის ანდრია ბართიშვილია, რომელიც „დინამო თბილისის’’ აკადემიის აღზრდილია და ამჟამად ფოთის „კოლხეთში’’ თამაშობს.

მარკო პალმა ანდრია ბართიშვილს 19 წლის ქენან ილდის ამსგავსებს, თურქი „იუვენტუსში'' თამაშობს.

მარკო პალმა: „ქართველი შემტევი ნახევარმცველი დაბალი სიმძიმის ცენტრით, ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს. ძალიან კარგი ტექნიკური უნარები აქვს. ბურთს ძალიან კარგად აკონტროლებს. ბურთით აჩქარებისას სწრაფი და არაპროგნოზირებადია.

ასაკის მიუხედავად მენტალურად ძლიერია, მეტოქე ფეხბურთელზე ერთი-ერთზე ხშირად მიდის. ძალიან კარგად შეუძლია თამაში როგორც გარემარბად, ასევე მეორე ფორვარდად. შესანიშნავი დრიბლინგი აქვს. ასევე, ძალიან მაღალი დონის ტექნიკა და უდიდესი პოტენციალი განვითარებისთვის. „იუვენტუსი’’ დიდი ყურადღებით აკვირდება იმ იმედით, რომ მისი სახით ახალ კვარაცხელიას იპოვიან’’.

ბართიშვილს, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, მამუკა ჯუღელი და მისი გარემოცვა წარმოადგენს. მარკო პალმამ ამ ფაქტსაც გაუსვა ხაზი.

არასრულწლოვანი ფეხბურთელებისთვის ევროპაში არაევროკავშირელის პასპორტი დიდი პრობლემაა. ანდრია 16 წლის 30 მარტს გახდა. დიდი ალბათობით, 18 წლამდე საქართველოში ითამაშებს და შემდეგ კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბართიშვილმა „კოლხეთის'' ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხივე შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა და საერთო ჯამში მინდორზე 77 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღო | Sky-ს ექსპერტი კიტეიშვილზე
საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღო | Sky-ს ექსპერტი კიტეიშვილზე