პეპ გუარდიოლა, ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: გუარდიოლამ ფეხბურთი შეცვალა

ლიონელ მესიმ არგენტინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში პეპ გუარდიოლაზე ილაპარაკა.

„ინტერ მაიაიმის“ თავდამსხმელმა უპასუხა კითხვას, როგორ „ავნო“ „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა თანამედროვე ფეხბურთს.

„გუარდიოლა - ეს სხვა სამყაროა. ის ხედავს იმას, რასაც სხვა ვერავინ ვერ ხედავს. მან ფეხბურთი შეცვალა. ყველას უნდოდა ჩვენი კოპირება. სინამდვილეში, მან უნებურად ავნო თამაშს: ცდილობდნენ ისე ეთამაშათ, როგორც ჩვენი „ბარსელონა“ და თან ვერ ხვდებოდნენ, ეს როგორ გაეკეთებინათ“, -თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ პეპი „ბარსელონას“ 2008-2012 წლებში წვრთნიდა და სწორედ მისი თავკაცობის პერიოდში, მესი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბების მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | პარი სენ-ჟერმენმა ყველაზე მეტი გამოიმუშავა
კლუბების მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | პარი სენ-ჟერმენმა ყველაზე მეტი გამოიმუშავა