სეხუდო: ჰოლოუეის შეუძლია დივიზიონში ნებისმიერს მოერიოს
UFC-ს სუპერმსუბუქი და უმსუბუქესი წონითი დივიზიონების ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მიიჩნევს, რომ მაქს ჰოლოუეის ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია.
ამერიკელმა მებრძოლმა „დალოცვილს“ მოუწოდა, რომ „ვოლკი“ გამოიწვიოს.
„ვფიქრობ, მაქსი უნდა დაბრუნდეს, რადგან მას შეუძლია ამ დივიზიონში ნებისმიერს გაუმკლავდეს. ვოლკანოვსკი კარგად გამოიყურებოდა ლოპესთან ჩხუბში, მაგრამ თუ ვინმე მას დაიჭერს, პრობლემები ექმნება. ის დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებს“, - თქვა სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ ბოლო ჩხუბი გასული წლის ოქტომბერში ილია თოფურიასთან გამართა. „ლეგენდამ“ „დალოცვილი“ მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
რაც შეეხება ვოლკანოვსკის, მან დიეგო ლოპესი საჩემპიონო ჩხუბში დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტურ ტიტულს დაეუფლა.