რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: ასეთ მომენტებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ფეხბურთელების ცნობიერებაში

ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა მატჩი შეაფასა.

პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ დაამარცხა და „ოლდ ტრაფორდზე“ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა.

„შთაგონებისთვის 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე („მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბაიერნი 2:1 დაამარცხა) დოკუმენტურ ფილმს ვუყურე. ეს არაჩვეულებრივი საღამო იყო. გუნდი დაიღალა. როცა ანგარიში 2:4 იყო, ისე ჩანდა, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ არა აქ - აქ ყველაფერი შესაძლებელია. ეს ერთ-ერთი ისეთი მომენტია, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ხანდახან ჩვენ მხოლოდ ტაქტიკურ და ფიზიკურ ასპექტს ვუყურებთ, მაგრამ, ასეთ მომენტებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია მოთამაშეების ცნობიერებაში“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. განმეორებით მატჩში იგივე ანგარიში დაფიქსირდა. დამატებით დროში „ლიონი“ 4:2-ს იგებდა, მაგრამ 3 გოლი გაუშვა, 4:5 წააგო და ორი თამაშის ჯამში, 6:7 დამარცხდა.

„წითელი ეშმაკები“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დამწუხრებული ვარ, რადგან მეტს ვიმსახურებდით“ | რა თქვა ფონსეკამ მატჩის შემდეგ
„დამწუხრებული ვარ, რადგან მეტს ვიმსახურებდით“ | რა თქვა ფონსეკამ მატჩის შემდეგ