პაულო ფონსეკა
Aa
Aa

„დამწუხრებული ვარ, რადგან მეტს ვიმსახურებდით“ | რა თქვა ფონსეკამ მატჩის შემდეგ

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგას გამოეთიშა. მეოთხედფინალში, ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ და პირველი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. განმეორებით მატჩში იგივე ანგარიში დაფიქსირდა. დამატებით დროში „ლიონი“ 4:2-ს იგებდა, მაგრამ 3 გოლი გაუშვა, 4:5 წააგო და ორი თამაშის ჯამში, 6:7 დამარცხდა.

„რთულია ავხსნა, რა მოხდა. განსხვავებული ემოციები მაქვს, რადგან ორი გოლის გაშვების შემდეგ, ფეხბურთელებმა საოცრებები გააკეთეს. შესანიშნავია, როდესაც რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, 4:2 დაწინაურება შეგიძლია. ბიჭების გამო, ბედნიერი ვარ, მაგრამ ვწუხვარ, საბოლოო შედეგის გამო.

კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა და პენალტის შემდეგ, მანჩესტერმა ემოციური ბალანსი დაიბრუნა, რომელიც აკლდა. დამწუხრებული ვარ, რადგან მეტს ვიმსახურებდით. ამ თამაშიდან გაკვეთილი უნდა მივიღოთ და მივხვდეთ, რომ საჭიროა, ბოლომდე იყო ფოკუსირებული. უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ. მარტივი არაა, მანჩესტერში ჩამოხვიდე და ასე ითამაშო. ვთქვი, რომ ეს მატჩი გაკვეთილად გამოგვადგება, მაგრამ ფაქტია, რომ ვაჩვენეთ, სეზონი ჩვენი ამბიციებისა და ხარისხის შესაბამისად დავასრულოთ“, - განაცხადა ფონსეკამ მატჩის შემდეგ.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფეხბურთელს ერთი მომენტი ჰქონდა და შორიდან არაზუსტად დაარტყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევის წინააღმდეგ შანსი არ აქვს“ | მატეუშ გამროტმა თოფურიაზე ისაუბრა
„მახაჩევის წინააღმდეგ შანსი არ აქვს“ | მატეუშ გამროტმა თოფურიაზე ისაუბრა