„ხე მანქანის წინააღმდეგ“ | დვალიშვილის სასაცილო ვიდეო
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს. „მანქანა“ და „შუგა“ ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან და დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სასაცილო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო: „პროგნოზი 7 ივნისს გასამართი ჩხუბისთვის. იყიდეთ Pay per view და თავად ნახეთ“.
მერაბი ხის გრძელ მორთან დგას და მას ომალის ადარებს: „ეს შონია. სიმაღლეში 182 სანტიმეტრია და ხეს ჰგავს. სუსტი და მაღალი ბიჭია, მის გვერდით კი მანქანა ვდგავარ. გაჩვენებთ, რა მოუვა. მარტივია.
ძალიან მარტივია. როდესაც ნოკდაუნში აღმოჩნდება, მუშტებს დავარტყამ და სულ ესაა, თამაში დასრულებულია. და ისევ!!! და ისევ!!! ჩემი საჩემპიონო ქამარი სადაა? დენა, გთხოვ. ვხუმრობ, ვხუმრობ“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს. „მანქანისა“ და „შუგას“ ჩხუბი UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება და ღონისძიება თბილისის დროით, 8 ივნისისთვის არის ჩანიშნული.