გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის 45 წუთი | კოპენჰაგენმა წააგო და ლიდერობა დაკარგა

დანიის ჩემპიონატის 26-ე ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდა, რომელიც სატიტულო ბრძოლაში, დედაქალქელთა მთავარი კონკურენტია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 2:4 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა.

მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ადამ ბუკსამ „მიდტიულანდი“ 29-ე წუთზე დააწინაურა. 10 წუთში, მიკელ გოგორზამ საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. მეორე ტაიმში, ელიუნუსისა და ფროჰოლდტის გოლებით, „კოპენჰაგენმა“ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 86-ე და 91-ე წუთებზე, დიაომ და ბუქსამ გაიტანეს და „მიდტულანდს“ სამ ქულა დაუსაკუთრეს.

გოჩოლეიშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, როდესაც „კოპენჰაგენი“ 0:2-ს აგებდა. მოედანზე ყოფნისას, გიორგი ბურთს 36-ჯერ შეეხო, 26-დან 22 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 1 საკვანძო პასი ჰქონდა და 4-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო.

ცნობისთვის, 26 ტურის შემდეგ, „კოპენჰაგენს“ 47 ქულა აქვს და „მიდტიულანდს“ 2 ქულით ჩამორჩება.  „კოპენჰაგენი“ მომდევნო შეხვედრას 21 აპრილს, „ორჰუსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე
„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე