დილა, დინამო თბილისი
Aa
Aa

დილამ თამაში ვერ შემოაბრუნა | დინამო თბილისის გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტური „დინამო არენაზე“ გაიხსნა, სადაც „დინამო თბილისი“ „დილას“ დაუპირისპირდა. დედაქალაქელებმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება იზეიმეს და 2:1 იმარჯვეს.

მატჩის ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა. საბა ხარებაშვილის გადაცემით თორნიკე მორჩილაძემ ისარგებლა და „დინამო თბილისი“ დააწინაურა. 3 წუთში, მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ხარებაშვილმა მეორე ასისტი გაიფორმა, მისი პასით კი ლეო ასუნსეუმ გამოიყენა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე დაფიქსირდა. იბრაჰიმ დრამეს პასის შემდეგ, ბლანკსონ ანოფიმ გამოიჩინა თავი და „დინამო თბილისის“ კარი შორეული დარტყმით აიღო.

ცნობისთვის, „დინამო თბილისს“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს. „დილა“ 17 ქულით მესამე ადგილზეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე
„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე