ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მახაჩევის წინააღმდეგ შანსი არ აქვს“ | მატეუშ გამროტმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, მატეუშ გამროტი, რომელიც ტოპ 15-ში მეშვიდე ადგილს იკავებს, თვლის, რომ ილია თოფურია ჩემპიონი ვერ გახდება. გამროტის აზრით, „ლეგენდას“ ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ შანსი არ აქვს.

„ილია თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო და შესაძლოა, მისთვის ეგრევე სატიტულო ჩხუბის მიცემა სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს. ეს UFC-ის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხია და ბევრ გადაადგილებასთან გვაქვს საქმე.

პირადად მე, მიმაჩნია, რომ თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი საინტერესო ორთაბრძოლა იქნებოდა, მაგრამ ილია ფიზიკურად ძალიან პატარაა, ისლამი - ძალიან დიდი. არ მგონია, თოფურიას მახაჩევის წინააღმდეგ რაიმე შანსი ჰქონდეს. მახაჩევის წინააღმდეგ ჩხუბისთვის საჭიროა, ისლამის მსგავსად, ფიზიკურად დიდი იყო. თუ მასზე პატარა ხარ, შანსი უბრალოდ არ გაქვს“.

„ლეგენდას“ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს. თოფურია თვლის, რომ მახაჩევი მის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს და რუს მებრძოლს ფინიშით დაამარცხებს. ისლამისა და ილიას ორთაბრძოლის თაობაზე, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, მაგრამ რუსულ პრესაში იწერება, რომ მახაჩევს თოფურიასთან ჩხუბი არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ ილიამ სატიტულო დაპირისპირება უნდა დაიმსახუროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე
„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე