ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„ტიტანების ბრძოლა გრძელდება“ | EJU ტატო გრიგალაშვილსა და ევროპის ჩემპიონატზე

23-27 აპრილს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ევროპის ძიუდოს კავშირი, EJU თითოეულ წონით კატეგორიაში შექმნილ ვითარებასა და არსებულ კონკურენციაზე წერს და ამჯერად, მისი ყურადღების ცენტრში -81 კილოგრამი წონითი კატეგორია მოექცა, რომელშიც ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს.

„-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ტიტანების ბრძოლა გრძელდება და ტატო გრიგალაშვილსა და მატიას კასეს შორის, თანამედროვე ძიუდოს ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მეტოქეობას კიდევ ერთხელ ვიხილავთ. მათი დაპირისპირება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დაიწყო და დიდი შანსია, წლევანდელი ევროპის ფინალში მათი მორიგი შეხვედრა გაიმართოს.

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი ტურნირი იქნება, რომელზეც ტატო -81 კილოგრამში იასპარეზებს. ვარშავის ევროპულ ღია პირველობაზე და ავსტრიის გრან პრიზე, გრიგალაშვილი -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა“, - წერს EJU.

ცნობისთვის, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით იასპარეზებს, რომელიც ასე გამოიყურება:

ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

  • -60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი.
  • -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე.
  • -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი.
  • -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი.
  • -90 კგ. - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე.
  • -100 კგ. - ილია სულამანიძე.
  • +100 კგ. - გურამ თუშიშვილი.

გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

  • -48 კგ. - ჯულიეტა როდონაია.
  • -57 კგ. - ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
  • -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
  • -70 კგ. - მარიამ ჭანტურია.
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე
„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე