ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„განსხვავებას ქმნის და გადამწყვეტია“ | ფრანგული გამოცემა ზურიკოს აქებს

ფრანგულმა გამოცემამ, Peurple Vert-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „სენტ-ეტიენის“ ქართველ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ავტორი ზურიკოს მიერ, მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ თამაშს ეხმაურება და ახალგაზრდა გარემარბს აქებს.

„საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონმა, ლეგიონერ ფეხბურთელებს ტალანტის ჩვენებისა და კაშკაშის ბრწყინვალე შანსი მისცა. სენტ-ეტიენის რიგებში, ორი ფეხბურთელი გამოირჩევა: ლუკას სტასინი და ზურიკო დავითაშვილი. ორივე მათგანს 14 საგოლე მოქმედება აქვს და ამ სტატისტიკური მაჩვენებლით, არაფრანგ ფეხბურთელებს შორის, ტოპ 10-ში შედიან.

დავითაშვილმა მასზე დამყარებული იმედები გაამართლა. იგი ძლიერი გარემარბია, რომელიც განსხვავებას ქმნის და მნიშვნელოვან მომენტებში, გადამწყვეტია. მცირე არასტაბილურობის მიუხედავად, ზურიკო არის ფეხბურთელი, რომელიც დინამიკურობითა და მეტოქის კართან ხიფათის შექმნის უნარით გამოირჩევა. დავითაშვილი 22 წლისაა, მაგრამ მის თამაშში უკვე ჩანს, რომ დაღვინებულია“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, 28 მატჩი აქვს ჩატარებული. ზურიკოს ანგარიშზე 7 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. მის გუნდს რაც შეეხება, „სენტ ეტიენს“ 24 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია. „მწვანეები“ მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, „ლიონთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი რეალს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ დატოვებს | Sky Sports
ანჩელოტი რეალს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ დატოვებს | Sky Sports