ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კლუბების მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | პარი სენ-ჟერმენმა ყველაზე მეტი გამოიმუშავა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, სტატისტიკურმა სააგენტომ, Football Meets Data-მ ნახევარფინალში გასული გუნდების მიერ გამომუშავებული თანხები დაასახელა (დაახლოებითი მონაცემები). პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენი“ იმყოფება, რომელმაც მიმდინარე სეზონში 119.4 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს „ინტერი“ მოსდევს - 118.1 მილიონი. მესამე და მეოთხე პოზიციებზე „არსენალი“ და „ბარსელონა“ იმყოფებიან. „მეთოფეები“ – 116.9 მილიონი, „ბლაუგრანა“ - 116.5 მილიონი. ხუთეულს „ბაიერნი“ ასრულებს, რომელიც ასპარეზობას „ინტერმა“ გამოთიშა - 105.8 მილიონი.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის „რეალი“ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება - 101.8 მილიონი. „სამეფო კლუბი“ „დორტმუნდს“ ჩამორჩება, „ბლანკოსს“ კი „ლივერპული“ (98.1 მილიონი), „ლევერკუზენი“ (87 მილიონი) და „ატლეტიკო“ (84 მილიონი) მოსდევენ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის ერთი წყვილი „არსენალი“ და „პარი სენ-ჟერმენია“, მეორე მხარეს კი, ფინალის საგზურისთვის „ბარსელონა“ და „ინტერი“ იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას მომდევნო მეტოქე - სენ-ჟერმენს არსენალისთვის არასოდეს მოუგია
ხვიჩას მომდევნო მეტოქე - სენ-ჟერმენს არსენალისთვის არასოდეს მოუგია