რაფაელ ნადალი
Aa
Aa

სიახლე როლან გაროსზე - სპეციალური ღონისძიება ნადალისთვის

ლეგენდარული ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის საპატივცემულოდ, 2025 წლის რიგით მეორე დიდი სლემის გათამაშება როლან გაროსი სპეციალური ღონისძიებით დაიწყება, რომელიც ტურნირის პირველ დღეს, 25 მაისს გაიმართება. დღის მატჩების დასრულების შემდეგ, ფილიპ შატროს სახელობის კორტზე ესპანელი ვეტერანი ჩოგბურთელი გამოჩნდება, რომელსაც საფრანგეთის ღია პირველობა სარეკორდოდ, 14-ჯერ აქვს მოგებული. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ საზოგადოებას როლან გაროსის ტურნირის დირექტორმა ამელი მორესმომ აცნობა.

ნადალის კარიერაში ბოლო ტურნირი გასული წლის ნოემბერში ჩატარებული დევისის თასის გათამაშება გახლდათ, რომლის დასრულების შემდეგაც აქტიური სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა. როგორც მორესმომ განაცხადა, ისინი რაფასთვის გამოსათხოვარი ცერემონიის გამართვას გასულ წელს გეგმავდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ესპანელს გამოჯანმრთელების იმედი ჯერ კიდევ ჰქონდა, ამ ყველაფერზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს კარიერის მანძილზე დიდი სლემის 22 ტურნირი აქვს ტრიუმფით დასრულებული. მან 14-ჯერ როლან გაროსი, 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა, ორ-ორჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამოს, რაფა!“ | როჯერ ფედერერის წერილი რაფაელ ნადალს
„ვამოს, რაფა!“ | როჯერ ფედერერის წერილი რაფაელ ნადალს