იურგენ კლოპი
Aa
Aa

რეალი და ბრაზილიის ნაკრები - კლოპმა ვარიანტების განხილვა დაიწყო

იურგენ კლოპი ბოლო თვეების განმავლობაში მისთვის უჩვეულო ამპლუაშია და Red bull-ის საფეხბურთო მიმართულებას ხელმძძღვანელობს. მის მოვალეობაში ამ კომპანიაში შემავალი სამი საფეხბურთო კლუბის, „ლაიფციგის“, „ზალცბურგისა“ და „ნიუ-იორკ რედ ბულსის“ სათამაშო ფილოსოფიის, ტრანსფერების სტრატეგიისა და სამწვრთნელო შემადგენლობის განვითარების საკითხებზე კონსულტაციების გაწევაა.

თუმცა, როგორც ჩანს კლოპს მოენატრა ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამოსდის და უახლოეს პერიოდში მწვრთნელობის განახლებას გეგმავს. Bild-ის ინფორმაციით, ჰერ იურგენმა თავის აგენტს მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაავალა, თუ მისი სამსახურით „რეალის“, ან ბრაზილიის ნაკრების წარმომადგენლები დაინტერესდებიან. ამ ორიდან უფრო რეალური მაინც გერმანელი სპეციალისტის სამეფო კლუბში მისვლაა, რომელსაც სავარაუდოდ წლევანდელი სეზონის დამთავრებისთანავე კარლო ანჩელოტი დატოვებს, რადგან მისი ხელმძღვანელობით „ბლანკოსი“ მიმდინარე ლა ლიგაში ლიდერ „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგას კი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ კლოპმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „ლივერპულში“ გაატარა, რომელსაც ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, თითოჯერ კი ინგლისის პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი - ვინისიუსის რეკორდი
ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი - ვინისიუსის რეკორდი