კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი რეალს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ დატოვებს | Sky Sports

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალი“ შესაძლო სეზონის დასრულებამდე დატოვოს. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელია, იტალიელი სპეციალისტი სამეფო გუნდიდან ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ წავა, რომელიც 26 აპრილს, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალი“ „არსენალთან“ დამარცხდა, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში კი ის მე-2 ადგილს იკავებს.

„პაპა კარლო“ „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა. ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა.

65 წლის სპეციალისტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასტონ ვილა VS პარი სენ-ჟერმენი | ევროპა ლიგის ჰიმნი და დემბელეს უარი ჯილდოს მიღებაზე
ასტონ ვილა VS პარი სენ-ჟერმენი | ევროპა ლიგის ჰიმნი და დემბელეს უარი ჯილდოს მიღებაზე