ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ჯო როგანი
Aa
Aa

„პედისთან მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიჩხუბებ“ - თოფურია სამომავლო გეგმებზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჯო როგანთან პოდკასტში თავის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევთან გამარჯვების შემდეგ პედი პიმბლეტთან იჩხუბებს.

რას ამბობს თოფურია:

„პედისთან ჩხუბი? ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება. იჩხუბონ პედიმ და ჯასტინ გეიჯიმ პირველი კანდიდატობისთვის, მე კი ისლამთან ვიჩხუბებ. როდესაც მას დავამარცხებ და ტიტულს მოვიპოვებ, შემდეგ პედი მომეცით. ვფიქრობ, რომ ის გეიჯის მარტივად დაამარცხებს. გეიჯი ძლიერია, მაგრამ გრეპლინგი არ იცის, პედი კი პირიქით, ამაში ძალიან ძლიერია“.

„ისლამის შემდეგ პედისთან ჩხუბი უფრო აღმაფრთოვანებს. თუ UFC ამ ბრძოლას ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩანიშნავს, საოცარი ატმოსფერო იქნება. ვიცი, რომ დენას არ უყვარს სტადიონებზე ღონისძიების მოწყობა, მაგრამ ბერნაბეუ მსოფლიოში ერთადერთი სტადიონია, რომელსაც გადახურვა აქვს და ამ მოედანზე 80 ათასი ადამიანი ეტევა. ესპანეთში ამდენი ადამიანის შეკრება ჩემთვის პრობლემა არ იქნება. ასევე, ბევრი ადამიანი ჩამოვა ინგლისიდან ესპანეთში, ეს ისედაც ხშირად ხდება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე თვის წინ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა, მისი ქამარი კი გასულ უქმეებზე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო ბრძოლისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი...“ - ილია თოფურია ჯო როგანის პოდკასტში
„ამის გამო ბრძოლისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი...“ - ილია თოფურია ჯო როგანის პოდკასტში