„UFC-სთან რაღაც დონის საუბრები მქონდა, მაგრამ...“ - თოფურია კონორთან ჩხუბს არ გამორიცხავს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჯო როგანთან პოდკასტში კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაციას მათი შესაძლო ჩხუბის შესახებ გარკვეული საუბრები ჰქონდათ.
რას ამბობს თოფურია:
„მგონია, რომ კონორი ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდება. თუ UFC შესაძლებლობას მისცემს, რომ 40 წლის ბიჭებთან იჩხუბოს, მაშინ დასაკარგი რა ექნება? ვეჩხუბები თუ არა ჩემპიონს ქამრის დაცვისთვის ახლა? რა თქმა უნდა, არა. ფიქრობთ რომ ჩემთვის ამაღელვებელი ბრძოლა იქნება თუ ისლამს დავამარცხებ და შემდეგ შანსს კონორს მივცემ? და თუ ეს ისლამთან ჩხუბამდე იქნება? სიმართლე რომ გითხრათ, ამის შესახებ რაღაც საუბრები იყო. ხომ იცი UFC როგორც მუშაობს? როდესაც რაღაც მოლაპარაკებები მიდის, გაფრთხილებენ, რომ ახლა არაფერი თქვა, არავის არაფერი უთხრა... მოკლედ, თუ ახლავე შემომთავაზებენ კონორთან ბრძოლას, რატომაც არა? უარს არ ვიტყვი, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე თვის წინ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა, მისი ქამარი კი გასულ უქმეებზე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა.