„ყველა ტიტულს ჩამომართმევდნენ“ - უილიამსმა სინერის საქმეზე ილაპარაკა
სერენა უილიამსმა Time-თან ინტერვიუში, იანიკ სინერის დოპინგის სკანდალზე ილაპარაკა, რის გამოც ის 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი მიიჩნევს, რომ ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრ ზომებს მიიღებდნენ.
„მე ძალიან მიყვარს სინერი. მიყვარს მისი თამაში. ის არაჩვეულებრივია სპორტისთვის. იმდენჯერ დამამცირეს, არავის დამცირება მსურს. კაცთა ჩოგბურთს ის სჭირდება, მაგრამ მოდი, გულახდილები ვიყოთ - იგივე რომ გამეკეთებინა, 20-წლიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ და დიდი სლემის ყველა ტურნირს ჩამომართმევდნენ“, - თქვა უილიამსმა.
შეგახსენებთ, რომ სინერის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება ერთი წლის წინ აღმოაჩინეს. მისი სასჯელი ძალაში 2025 წლის 9 თებერვალს შევიდა და 4 მაისს სრულდება.