პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა
Aa
Aa

„მის გარეშე აქ არ ვიქნებოდი“ - არტეტამ რეალთან მატჩის წინ, გუარდიოლას დაურეკა

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას განცხადებით, მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ, მან პეპ გუარდიოლას დაურეკა.

„მეთოფეებმა“ სამეფო კლუბი ბერნაბეუზეც დაამარცხეს და 2009 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.

„პეპს თამაშის დღეს, დილით დავურეკე, რადგან დღეს მე თუ აქ ვარ, ეს დიდწილად მისი დამსახურებაა. ის ძალიან შთამაგონებდა. პეპთან 4 მშვენიერი წელი ვიმუშავე და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები. მის გარეშე, აქ არ ვიქნებოდი“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა“ | რა თქვა კვარამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ
„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა“ | რა თქვა კვარამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ