როგანი: თუ მომდევნო ჩხუბს მოიგებს, მუჰამედი მახაჩევთან იჩხუბებს
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა განაცხადა, რომ პრომოუშენის ხელმძღვანელობა ისლამ მახაჩევისა და ბელალ მუჰამედის ჩხუბის ორგანიზებით არის დაინტერესებული.
„დენა უაითი ბრძოლების ორგანიზებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე მელაპარაკა. მან კონკრეტულად ისაუბრა იმაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბელალი მოიგებს. იყო საუბარი იმაზე, რომ ამ შემთხვევაში, ისლამი მასთან იჩხუბებს“, - თქვა როგანმა თავის პოდკასტში.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი 11 მაისს, UFC 315-ზე სატიტულო ჩხუბს ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება მახაჩევს, მან ბოლო ორთაბრძოლა რენატო მოიკანოსთან გამართა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.