რომან დოლიძე
Aa
Aa

„ივნისის ბოლოს საჩხუბრად მზად ვარ“ - რომან დოლიძე საკუთარ გეგმებზე

ზედიზედ სამი მოგების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე, თუმცა როგორც თავად „კავკასიელი“ MMA Junkie Radio-სთან ინტერვიუში ამბობს, მას რეიტინგში ზემოთ მყოფ მებრძოლებთან ჩხუბი სურს.

რომან დოლიძე:

„კონკრეტულ მებრძოლს არ ვასახელებ, იმიტომ რომ ჩემზე მაღლა რეიტინგში რამდენიმე მებრძოლია [დოლიძე ამჟამად რეიტინგის მე-8 ნომერია]. ერთადერთი, ვისთანაც ჩხუბი არ მსურს, შონ სტრიკლენდია, იმიტომ რომ ჩვენ ერთ დარბაზში ვვარჯიშობთ.

ლას ვეგასში, ივნისის ბოლოს, საერთაშორისო საბრძოლო კვირეულზე საჩხუბრად მზად ვარ. თუ საუბარია რეიტინგში ჩემს ქვემოთ მყოფ მებრძოლებზე, ყოველთვის მინდოდა ბო ნიკალთან მეჩხუბა. დე რიდერთან ჩხუბიც საინტერესო იქნებოდა.

მე თუ მკითხავთ, მზად ვარ მომდევნო კვირაშიც ვიჩხუბო - მთავარია, საინტერესო ოპონენტი მომცენ. ერთ კვირაში საშუალო წონის ჩაბარება რთულია, მაგრამ ენტონი სმიტთან ჩხუბის წინ 6-7 დღეში ქვემძიმე წონა დავაფიქსირე. ჯერ ჰერმანსონთან ჩხუბის წინ 10 დღეში 14 კილო დავიკელი, ასე რომ, ალბათ, საშუალო წონის დასაფიქსირებლად 10 დღე მეყოფა.

შეგახსენებთ, რომ ვეტორისთან ჩხუბის შემდეგ დოლიძემ რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანიას გამოიწვია, თუმცა უიტეკერისგან უარი მიიღო.

ცნობისთვის, დოლიძემ ბოლო 10 თვეში ენტონი სმიტი, კევინ ჰოლანდი და მარვინ ვეტორი დაამარცხა. მის ანგარიშზე MMA-ში 15 მოგება და 3 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას დაჰპირდნენ, რომ პირდაპირ სატიტულო ჩხუბს მიიღებდა“ - ცარუკიანი
„ილიას დაჰპირდნენ, რომ პირდაპირ სატიტულო ჩხუბს მიიღებდა“ - ცარუკიანი