ტომას მიულერი
Aa
Aa

მიუნხენურ ფინალზე ოცნება დასრულდა - მიულერი სამეულშია

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი 31 მაისს მიუნხენის „ალიანს არენა“ იქნება, რის გამოც „ბაიერნი“ ორმაგი მოტივაციით თამაშობდა, თუმცა ეს ყველაფერი ფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და უკანასკნელი ოთხი სეზონიდან მესამედ რეკორდმაისტერმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა.

ბუნებრივია წარუმატებლობით მიუნხენური გრანდის თითოეული წევრი იმედგაცრუებული გახლდათ, თუმცა განსაკუთრებით რთულად ეს ყველაფერი ტომას მიულერმა გადაიტანა, რაც ლოგიკურიცაა, რადგან ის მშობლიურ კლუბში უკანასკნელ სეზონს ატარებს და მსგავსი დონის ტურნირის „ბაიერნის“ რიგებში მოგების შანსი აღარ მიეცემა. აქვე გეტყვით, რომ მიულერისთვის გუშინდელი თამაში ლიგაში 163-ე გახლდათ, რითაც ლიონელ მესის გაუთანაბრდა და ახლა მასზე წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ (183) და იკერ კასილიასი (177) არიან.

ტომასმა აღნიშნა, რომ ისინი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან და იტალიის სერია A-ს ბოლო წლების საუკეთესო გუნდთან დამარცხდნენ. წაგების მთავარ მიზეზად და გარდამტეხ მომენტად კი „ინტერის“ მიერ გატანილი მეორე გოლი დაასახელა, რომელიც „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელის, ბენჟამინ პავარის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა კიდევ ერთი წელი დავრჩებოდი“ - მიულერს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს
„მეგონა კიდევ ერთი წელი დავრჩებოდი“ - მიულერს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს