ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი - ვინისიუსის რეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგაში „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ ოთხ მატჩში მადრიდის „რეალმა“ მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, რომელიც ვინისიუს ჟუნიორის ანგარიშზეა. სამეფო კლუბის მეშვიდე ნომერს ჩვეულ სტილში, ეფექტური გოლით არ გამოუჩენია და მხოლოდ მეტოქე გუნდის მცველის შეცდომით ისარგებლა, თუმცა ეს ბურთი მას ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

ვინისიუსს სამეფო კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე უკვე 105 გოლი დაუგროვდა, რითაც რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას (104) აჯობა და „რეალის“ ისტორიაში ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის ყველა შედეგიანი მოთამაშე გახდა. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა ჟუნიორმა 8 გოლით დაასრულა, რითაც „ბლანკოსის“ რიგებში საუკეთესო ბომბარდირად იქცა და კილიან მბაპეს (7) აჯობა. თუმცა, სათქმელია ის ფაქტიც, რომ ფრანგმა შვიდივე ბურთი ჯგუფურ ფაზაში გაიტანა და პლეი ოფში თავი არ გამოუჩენია.

ცნობისათვის, მადრიდის „რეალი“ 2020 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგაში ნახევარფინალში მუდმივად გადიოდა და კლუბისთვის ეს ხუთწლიანი სასიამოვნო ტრადიცია ახლა დაირღვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავის გაწირვა მოუწევს“ - რონალდო ნეიმარის სანაკრებო კარიერაზე
“თავის გაწირვა მოუწევს“ - რონალდო ნეიმარის სანაკრებო კარიერაზე