გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას აღიარება - თვის საუკეთესო ფეხბურთელის და მოგერიების ნომინაციებზე წარადგინეს

„ვალენსიას“ ბოლო მატჩებში გიორგი მამარდაშვილის მიერ ნაჩვენებ შესანიშნავ თამაშს უკვალოდ არ ჩაუვლია - ლა ლიგამ „ღამურების“ ქართველი მეკარე აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინა.

მამარდაშვილთან ერთად აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის სერხი დარდერი (მალიორკა), პედრი (ბარსელონა), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო) და ხავი პუადო (ესპანიოლი).

გარდა ამისა, „რეალთან“ მატჩში კილიან მბაპეს დარტყმული ბურთის მოგერიებით მამარდაშვილი თვის საუკეთესო მოგერიების ნომინანტებშიც მოხვდა. მამარდას კონკურენტები ორიან ნილენდი (სევილია) და დომინიკ გრეიფი (მალიორკა) არიან.


ხმის მიცემა ამ ბმულზე გადასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. 

ცნობისთვის, აპრილში „ვალენსიამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“ (2:1), შემდეგ კი შინ „სევილიას“ (1:0) მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილმა ამ სეზონში ვალენსიას მაისურით გამართული 27 მატჩიდან კარის მშრალად შენახვა 7 მატჩში შეძლო.

მომდევნო მატჩს „ღამურები“ 19 აპრილს, გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ გამართავენ - შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დონის ფეხბურთელისგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„მისი დონის ფეხბურთელისგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა“ - ფრანგული მედიის შეფასება