მაიკლ ჩენდლერი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

ჩენდლერი პიმბლეტთან მარცხზე: არ არსებობს სიტყვები, რომლებიც იმ ტკივილს გამოხატავენ

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა პედი პიმბლეტთან მარცხზე ილაპარაკა.

ამერიკელი და ბრიტანელი მებრძოლებმა ჩხუბი UFC 314-ზე გაიმართა და „ბედიმ“ ის მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

„არ არსებობს სიტყვები, რომლებიც იმ ტკივილსა და იმედგაცრუებას გამოხატავენ, რასაც განვიცდი - უბრალოდ ამით უნდა იცხოვრო. ამ გრძნობებს საშუალება უნდა მისცე, თავისი წაიღოს და წავიდეს, რის შემდეგაც საკუთარი თავის შენებას თავიდან დაიწყებ. საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გააკეთო, ესაა იარო წინ თავდაჯერებულმა და ამაყმა იმისთვის, რომ შენ შეეცადე. ერთი რამ ზუსტად ვიცი: შემიძლია მშვიდად ვიყო, რადგან ვიცი, რომ იმდენად კარგად მოვემზადე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და მხოლოდ მე ვაგებ პასუხს ოქტაგონზე დაშვებული შეცდომებისთვის“, - დაწერა ჩენდლერმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ბედის“ UFC-ში დებიუტი 2022 წლის მარტში შედგა. მას შემდეგ ბრიტანელი მებრძოლი არც ერთხელ არ დამარცხებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იცის, რაც მოხდება და არ უნდა, ისლამს ვეჩხუბო“ | ილიამ ხაბიბს უპასუხა
„იცის, რაც მოხდება და არ უნდა, ისლამს ვეჩხუბო“ | ილიამ ხაბიბს უპასუხა