ისევ ტრავმა - ნეიმარმა მოედანი ტირილით დატოვა
ნეიმარმა კვლავ მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო. „სანტოსის“ თავდამსხმელი 34-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი ბრაზილიის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ატლეტიკო მინეიროს“ წინააღმდეგ თამაშობდა.
33 წლის ფეხბურთელმა მოედანი აცრემლებულმა დატოვა - ის ელექტროკარით გაიყვანეს. ნეიმარარმა ანალოგიური ტრავმა მარტის დასაწყისშიც მიიღო, რის გამოც 6 კვირა გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მშობლიურ კლუბში მიმდინარე წლის თებერვალში დაბრუნდა. ნეიმარი „თევზებში“ 2009 წლიდან 2013 წლამდე ასპარეზობდა და ამ ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 225 შეხვედრაში თავი 136 გოლითა და 64 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.