სახილ ალახვერდოვი
Aa
Aa

ექვსი მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ქართველი მოკრივეების წარმატება

2025 წელს დაგეგმილი მსხვილი ტურნირების დაწყებამდე, ქართველი მოკრივეები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს კარგ მოსამზადებელ ეტაპად იყენებენ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრები კი ცდილობენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის გუნდის დაკომპლექტების წინ თითოეული კანდიდატი გამოსცადონ.

სწორედ ასეთ შეჯიბრებების კატეგორიას მიეკუთვნებოდა აზერბაიჯანში გამართული „დიდი აბრეშუმის გზის“ სახელწოდებით ცნობილი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ქართველმა მოკრივეებმა ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ვიცე-ჩემპიონი 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში სახილ ალახვერდოვი გახდა, საპრიზო მესამე ადგილი კი დავით ჯაფარიძემ (51 კგ), გიორგი ნატროშვილმა (75 კგ), ირაკლი ალანიძემ (92 კგ), გიორგი ჭიღლაძემ (92 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძემ (+92 კგ) დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ჩატარებული „დიდი აბრეშუმის გზის“ საუკეთესო მსაჯად ქართველი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ზაალ ჯავახაძე დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი პრეზიდენტი - კრივის ფედერაციას ლობჟანიძე უხელმძღვანელებს
ახალი პრეზიდენტი - კრივის ფედერაციას ლობჟანიძე უხელმძღვანელებს