ისტორიაში მეხუთედ - ქუთაისმა საქართველოს თასი მოიგო
„თბილისი არენას“ დარბაზში კალათბურთში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, სადაც „ქუთაისმა“ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 7-ქულიანი სხვაობით, 83:76 დაამარცხა და ეს ტურნირი არსებობის ისტორიაში მეხუთედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი „ქუთაისისა“ და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომლის ანგარიშზეც 21 ქულასთან ერთად, 5 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა გახლდათ, რის გამოც საბოლოო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზიც გადაეცა. ოჩხიკიძის თანაგუნდელმა და ქუთაისელთა კაპიტანმა აკაკი დვალიშვილმა კი, ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, ხოლო „თსუ“-ს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით გლენ აბრამი გახლდათ.
საქართველოს სუპერლიგაში პლეი ოფის ეტაპი 23 აპრილს მეოთხედფინალებით დაიწყება, რომელიც სამ მოგებამდე გაგრძელდება. „ქუთაისის“ მეტოქე „ბათუმია“, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მოწინააღმდეგე ნახევარფინალის საგზურისთვის „რაში“ იქნება.