ვენსან კომპანი
Aa
Aa

„შედეგი სამწუხაროა, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ“ - კომპანი

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ „ინტერთან“ დაპირისპირებაში ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა შეაფასა.

ვენსან კომპანი:

„ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ეს აუცილებლად უნდა ითქვას. გულშემატკივრების მხარდაჭერა საოცარი იყო.

ჩემი აზრით, საკმარისი მომენტი შევქმენით იმისათვის, რომ „ინტერზე“ მეტი გოლი გაგვეტანა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სიმონე ინძაგის შესანიშნავი გუნდი ჰყავს.

სამწუხარო რეალობაა, რომ მიუნხენში გასამართ ფინალში ვერ ვითამაშებთ. ამას ვერ შევცვლით, მაგრამ ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში გავაკეთეთ საკმარისი, რათა ორივე მატჩი მოგვეგო. შედეგი სამწუხაროა, მაგრამ თამაშის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს - უბრალოდ მეტი გოლი უნდა გაგვეტანა“.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ინტერის“ საპასუხო მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში უპირატესობა მილანელების მხარესაა (4:3) და ნახევარფინალში „ბარსელონას“ მეტოქე სწორედ სიმონე ინძაგის გუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2009 წლის შემდეგ პირველად - არსენალი ჩ.ლიგის ნახევარფინალში გავიდა
2009 წლის შემდეგ პირველად - არსენალი ჩ.ლიგის ნახევარფინალში გავიდა