არტეტა: “ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ღამეა“
ლონდონის არსენალმა რეალი ბერნაბეუზეც დაამარცხა და ნახევარფინალში 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მეთოფეების მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
არტეტა:
„ეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ღამეა. გამარჯვება განსაკუთრებით სასიამოვნოა ისეთი განსაკუთრებული გუნდის წინააღმდეგ, როგორიც მადრიდის რეალია. ეს გუნდი ბევრი ჩვენგანის შთამაგონებელია ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ ბერნაბეუზეც მოვიგეთ და შეგვიძლია ვიამაყოთ.
აქ თამაში ძალიან რთულია. 2-3 წუთში ხვდები, რომ ამ სტადიონზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საბედნიეროდ ბევრი რამ წაგვივიდა. საერთო ჯამში ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. გვქონდა რწმენა, რომ რეალის დამარცხება შეგვეძლო.
პარი სენ ჟერმენი? გუშინ მათ თამაშს ვუყურე და ნამდვილად გიჟური შეხვედრა იყო. ლუის ენრიკეს კარგად ვიცნობ, მაგრამ მოდით, დღევანდელი დღით დავტკბეთ და ამაზე შემდეგ ვიფიქროთ.“
შეგახსენებთ, რომ ლონდონის არსენალი ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.