არსენალი, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ზოგი ფიქრობს, რომ დამნაშავე მხოლოდ მე ვარ“

ლონდონის არსენალმა რეალი ბერნაბეუზეც დაამარცხა და ნახევარფინალში 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„გადადგომაზე არ მიფიქრია. დღეს გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვახერხებთ გამარჯვებას. ზოგი ფიქრობს, რომ დამნაშავე მხოლოდ მე ვარ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩემს აზრს. საერთოდ არ მაინტერესებს. არ ვიცი იყო, თუ არა ეს ჩემი ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს კლუბის გადასაწყვეტია. შესაძლოა ბოლო იყო, ან კონტრაქტის დასრულების შემდეგ წავიდე.

იმ დღეს, როცა აქედან წავალ, ამ კლუბს მხოლოდ მადლობას გადავუხდი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ან ერთ წელიწადში. მე მხოლოდ მადლობის თქმა მინდა. ახლა მატჩის გაანალიზება მართებულად არ მიმაჩნია. თავი მაღლა უნდა გვქონდეს. ბოლო წლებში ამ ტურნირზე დიდებულად გამოვედით. სპორტში უძლეველი გუნდი არ არსებობს.

ჩვენ ბევრჯერ გვქონდა ბედნიერი ღამეები, დღეს კი სევდიანია, მაგრამ ამ სევდას უნდა გავუმკლავდეთ. წინ ორი ტურნირი გვაქვს და კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ. არსენალი თავს ძალიან კარგად იცადა და სივრცეების ათვისება გვიჭირდა. ჩვეულებრივზე უკეთესები ვიყავით, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.“

შეგახსენებთ, რომ ლონდონის არსენალი ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე მილანში - ინტერმა ბაიერნი გააგდო და ნახევარფინალში გავიდა
ფრე მილანში - ინტერმა ბაიერნი გააგდო და ნახევარფინალში გავიდა