ბაიერნი, ინტერი
Aa
Aa

ფრე მილანში - ინტერმა ბაიერნი გააგდო და ნახევარფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ინტერმა ბაიერნს უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 4:3 - ნახევარფინალში ინტერი გავიდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, რეკორდმაისტერს იმედი ჰარი კეინმა ჩაუსახა, რომელმაც 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა ძალიან მალე, 58-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა წონასწორობა აღადგინა.

61-ე წუთზე კი პავარმა მიუნხენელებს გაუტანა და ინტერი წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე ერიკ დაიერმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ დროში გერმანელებმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ.

შეგახსენებთ, რომ ინტერი ნახევარფინალში ბარსელონას დაუპირისპირდება. ასევე გეტყვით იმასაც, რომ 2009 წელს ნახევარფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.

მაშინ ნერაძურის ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, ხოლო ბარსელონას პეპ გუარდიოლა. ორი მატჩის ჯამში, ინტერმა 3:2 მოიგო, ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის ბაიერნი 2:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BBC Sport: რეალი იურგენ კლოპს უმიზნებს
BBC Sport: რეალი იურგენ კლოპს უმიზნებს