არსენალი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

2009 წლის შემდეგ პირველად - არსენალი ჩ.ლიგის ნახევარფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ლონდონის არსენალმა მადრიდის რეალი სტუმრად 2:1 დაამარცხა და 2009 წლის შემდეგ, ნახევარფინალში პირველად გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მთელი კვირის განმავლობაში, მადრიდელი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ქამბექზე საუბრობდნენ, თუმცა დღეს სამეფო კლუბმა ეს ვერ მოახერხა და მეტიც, 90 წუთის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა. ვინისიუს ჟუნიორის გოლი კი სალიბას შეცდომას მოყვა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ანგარიში 65-ე წუთზე ბუკაიო საკამ გახსნა, რასაც ვინისიუსმა ზუსტად 2 წუთში უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

რა თქმა უნდა, მატჩის მიწურულს, რეალის ფეხბურთელები მეტწილად მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ დროს და კონტრ-შეტევა გამოეპარათ.

ტიბო კურტუასთან პირისპირ დარჩენილმა მარტინელიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ პირველ ტაიმში მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო. ჯერ რეალის კარში დანიშნა პენალტი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი დავა მოყვა(კურტუამ აიღო), ხოლო შემდეგ ლონდონელთა კარში დადო თერთმეტმეტრიანი და საბოლოოდ გააუქმა. ამ გადაწყვეტილებასაც დიდი კამათი მოყვა.

შეგახსენებთ, რომ არსენალი ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება. ლონდონელებს დისკვალიფიკაციის გამო ტომას პარტეი არ ეყოლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო, ზირკზე დარჩენილ სეზონს გამოტოვებს
ტრავმის გამო, ზირკზე დარჩენილ სეზონს გამოტოვებს