გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

მატჩის გმირი შერმადინი იყო - ტენერიფე ჩ.ლიგის ნახევარფინალში გავიდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლაგუნა ტენერიფე ტორტონას ესტუმრა, 77:64 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის გმირი და საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც ყველაზე კარგი სტატისტიკა დააფიქსირა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 26 წუთი და 25 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 23 ქულას და 9 მოხსნას მოუყარა თავი.

გიორგიმ მატჩის მიმდინარეობისას 11-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 10 გამოუვიდა. 4 საჯარიმო ტყორცნიდან კი 3 ჩააგდო. 9 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, 3 მეტოქის.

შეგახსენებთ, რომ ვიდორეტას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გალათასარაის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბატლერისა და კარის შეუჩერებელი დუეტი | გოლდენ სტეიტმა მემფისს მოუგო
ბატლერისა და კარის შეუჩერებელი დუეტი | გოლდენ სტეიტმა მემფისს მოუგო