“ყველაფერს ორი მხარე აქვს“ - ამორიმი ლიონთან მატჩის წინ
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი ლიონს უმასპინძლებს. მატჩის წინ, წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ამორიმი:
„თუ ჩვენი გუნდი უფრო მეტ გოლს, სამომავლო პერსპექტივაში უფრო სახიფათო იქნება, თავს კი უკეთესად დავიცავთ. ონანამ უკვე დაამტკიცა, რომ ინტერში საუკეთესო იყო. ასე რომ, მას აქვს ახალი შესაძლებლობა. ხანდახან არის სეზონი, როდესაც თამაში არ მიგდის. თუ შეცდომებზე ვისაუბრებთ, გადახედეთ ჩემს შეცდომებს. ჩემი შეცდომების რეკორდი ყველაზე ცუდია მანჩესტერ იუნაიტედში.
ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ეს ასევე მნიშვნელოვანია მომავალი სეზონის დაგეგმვის წინ. ამ ტურნირს ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მაგრამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია. სამშაბათს ან ოთხშაბათს რთული მატჩი გვექნება და შემდეგ შაბათ-კვირას პრემიერ ლიგა გვიწევს. თუ ამ ტურნირზე ვერ გავალთ, გუნდის აშენებისთვის მეტი დრო გვექნება.
რაც შეეხება ლიონს, ძლიერი კონკურენტია და ადვილ მატჩს არ ველი. არც მომგებიან პოზიციაში ვართ, თუმცა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თამაში ფაქტობრივად 0:0-დან იწყება.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საფრანგეთში გაიმართა და 2:2 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძემ წითელ ეშმაკებთან საგოლე პასი შეასრულა. მანჩესტერ იუნაიტედისა და ლიონის მომავალი მატჩი 17 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.